💬
TREXPOST მხარდაჭერა მოგვწერეთ შეტყობინება

გამარჯობა 👋

დაგვიტოვეთ ინფორმაცია და დაგეხმარებით.

TREXPOST.GE FAQ

ხშირად დასმული კითხვები

იპოვე პასუხები რეგისტრაციაზე, ამანათებზე, პირად გზავნილებზე, დეკლარაციაზე, გადახდასა და მიწოდებაზე.

3 ნაპოვნი პასუხი
KA EN RU
  • T-REX Trusted Express სრულად იღებს პასუხისმგებლობას ნივთზე მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად ჩაბარდება ჩვენს ბრუკლინის საწყობს (დასტურდება კურიერის ხელმოწერით) და ასახულია ჩვენს ბაზაში. თუ ნივთი 1 თვის განმავლობაში არ ჩამოვიდა საქართველოში კომპანიის მიზეზით, ანაზღაურდება მისი ღირებულება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინვოისის) მიხედვით და არ აღემატება დეკლარირებულ თანხას.
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი მაღაზიის მიერ არასწორად გამოგზავნილ, დაზიანებულ ან შიდა ფოსტის (მაგ. USPS) მიერ არასწორ მისამართზე დატოვებულ (ხელმოუწერელ) ნივთებზე.
  • ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მეორად, კერძო პირისგან (მაგ. eBay აუქციონი) შეძენილ ან მაღაზიის მხრიდან არასათანადოდ შეფუთულ მსხვრევად ნივთებზე.
  • ⚠️ მნიშვნელოვანი პირობა: გზავნილს, რომელიც არ იქნება გატანილი ან მიღებული მომხმარებლის მიერ 90 კალენდარული დღის განმავლობაში, კომპანია განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ.

💡 მნიშვნელოვანი ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო ფოსტაზე (USPS)

ამერიკული ონლაინ მაღაზიები ხშირად იყენებენ USPS- დაბალი ტარიფის გამო. გაითვალისწინეთ, რომ USPS-ის სისტემაში შაბათს დაფიქსირებული სტატუსი "Delivered" (მიტანილია) ხშირად ავტომატურია და ნიშნავს, რომ ნივთი მხოლოდ მათ ლოკალურ საფოსტო განყოფილებაში შევიდა. რეალურად, ჩვენს საწყობში ის მომდევნო ორშაბათს ან სამშაბათს ჩაბარდება.

T-REX Trusted Express — შენი საიმედო ხიდი ნიუ-იორკიდან საქართველომდე! 🦖

ამანათი ბარდება უშუალოდ მომხმარებელს (პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა სავალდებულოა).

თუ გსურთ, რომ ამანათი თქვენს ნაცვლად სხვა პირმა გაიტანოს, აუცილებელია გამოაგზავნოთ შეტყობინება თქვენი რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან მისამართზე: info@t-rex.ge, სადაც მიუთითებთ ამანათის თრექინგ კოდს და მიმღების პირად მონაცემებს. განსაბაჟებელი ამანათები მესამე პირზე გაიცემა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

დიახ! როგორც ჩვენს მომსახურების ხელშეკრულებაშია აღნიშნული, T-REX- გთავაზობთ სახლში მიტანის საკურიერო სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით (საქართველოს ნებისმიერ წერტილში). მიწოდების პირობების, ვადებისა და ტარიფების მართვა შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი პირადი კაბინეტიდან, ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე.